saqarTvelos mdinareebi - Cabaruxiswyali

ტერიტორიული ერთეულები გორის მუნიციპალიტეტი
სათავე გერმუხის ქედი
სიგრძე 11.6 კმ
აუზის ფართობი 37.3 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1.32 მ³/წმ

 

მდინარე გორის მუნიციპალიტეტში, პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს გერმუხის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე 2815 მ სიმაღლეზე. სიგრძე 11,6 კმ, აუზის ფართობი 37,3 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები ზაფხულსა და შემოდგომაზე, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,32 მ³/წმ.